,,პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება ხელახლა დაანონსდა. ეს იმპიჩმენტი სიმბოლურია, რადგან პრეზიდენტის მოქმედი ვადა არჩევნებიდან მალევე იწურება. აბა რა ხდება?
გახსოვთ, რომ “ქართული ოცნება” ამომრჩევლისგან საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვს და ამისთვის 4 არგუმენტიც შემოგთავაზა, მაგრამ ერთი რო ეს არგუმენტები დამაჯერებელი არ იყო და მეორე, საკითხს აქტუალიზება სჭირდება.
მას მერე რაც იმპიჩმენტის პროცედურას წამოიწყებენ, კამპანიას ერთი მესიჯი დაემატება: 100 ხმა იმისთვის გვჭირდება და რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი გადავაყენოთო. ამ თემით შეეცდებიან ამომრჩევლის მობილიზებას.”
