პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციისთვის რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნება პრემიერზე შეთანხმება

საქართველოს პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნება პრემიერ-მინისტრის ფიგურაზე შეთანხმება.
„დღეს წყდება ქვეყნის ბედი. ყველამ, არა მარტო პრეზიდენტმა, უნდა დავთმოთ პირადი პოლიტიკური ამბიციები. ბევრჯერ მითქვამს – დღეს ვინც ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი, არ იქნება პრემიერი.
რეალურად, ყველამ ვიცით, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების შეთანხმება რომელიმე პრემიერზე – პოლიტიკოსზე, მე მგონი, რთული იქნება, თუ არა შეუძლებელი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციური პარტიების მთავარი მიზანი უნდა იყოს მის მიერ შეთავაზებული „ქართული ქარტიის“ პუნქტების შესრულება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!