,, პრეზიდენტის ვეტოს არგუმენტებში ნახეთ რა თქვა?” –

პრეზიდენტმა თავისი ვეტოთი გადაუხვია და აბსოლუტურად ასცდა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის დასკვნებს ოპოზიციონერები უყურებდნენ, როგორც უპირობოდ ამოსავალ წერტილს და ჩვენ ვამბობდით, რომ რასაც ვეთანხმებით – ვიზიარებთ, რასაც არ ვიზიარებთ, იმაზე გვაქვს აბსოლუტურად არგუმენტირებული ახსნა. პრეზიდენტის ვეტოს არგუმენტებში ნახეთ რა თქვა? მან გადაუხვია და აბსოლუტურად ასცდა ამ დასკვნებს. შესაბამისად, თუ არაა ამოსავალი წერტილი არც ვენეციის და არც ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, ე.ი. გადახვევა ყოფილა შესაძლებელი ხომ? ახლა ოპოზიციას შეგიძლიათ ჰკითხოთ, ეთანხმებიან თუ არა ისინი ვეტოს პათოსს. თუ ეთანხმებიან ე.ი. ისინი სულ იტყუებოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უპირობოდ უნდა გავიზიაროთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია