პრეზიდენტის ვებსაიტზე „ინფორმაციის განახლება“ მიმდინარეობს

თითქმის ორი თვეა, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც ს ინაუგურაცია მოხდა და მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაცია დატოვა, ვებსაიტზე გაჩნდა წარწერა: „მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება“.
ვებსაიტის – president.ge-ის – აკრეფის შემდეგ, ელექტრონულ მოწყობილობებში ჩნდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ფოტო და წარწერა, რომელიც მონაცემების განახლების შესახებ იუწყება. შესაბამისად, მოქალაქეს არ შეუძლია, მოიძიოს მიხეილ ყაველაშვილის გამოცემული ბრძანებები, ადმინისტრაციასთან საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ყველა ადმინისტრაციული ორგანო, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ვალდებულია, პროაქტიულად გამოაქვეყნოს მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია, დაინტერესებულთათვის შესაძლებელი იყოს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს და ჰკითხა, როდის დასრულდება ინფორმაციის განახლების პროცესი – პასუხი, მიღების შემთხვევაში, ტექსტში აისახება.
კოლეგიის მიერ, „ქართული ოცნების“ ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 2024 წლის 29 დეკემბერს შედგა, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სწორედ ამ დროს დატოვა ადმინისტრაციის შენობა. მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებსაიტზე: zourabichviliarchive.info. ხელმისაწვდომია ასევე ს პრეზიდენტობის დროინდელი ინფორმაცია.