პრეზიდენტის განცხადებით, სახალხო ზეიმს შეუერთდება და ნაკრებს დააჯილდოებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.
ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის — 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.
27 მარტს, ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან მეორე დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ღირსების ორდენით დაჯილდოებისთვის ნაკრებისა და ფედერაციის წევრების 53-კაციანი სია გაუგზავნეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 23 მაისით დათარიღებული ორი განკარგულება, სადაც ღირსების ორდენით დასაჯილდოებელთა სიაში, ჯამში 40 ადამიანი იყო მითითებული, რისთვისაც სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერმა მ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საპასუხოდ თქვა, რომ „ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში”. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ასევე განაცხადეს, რომ ღირსების ორდენებით დაჯილდოების ღონისძიებაში მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თავდაპირველად იყო წარდგენილი.
2 ივლისს, 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება საფეხბურთო ნაკრების დახვედრის საზეიმო ცერემონიალი, რომელიც მთავრობამ დააანონსა. 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ