საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს პარლამენტი დღეს, 26 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. პროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარდგინა.
მისივე თქმით, ამავდე დადგენილებით განისაზღვრება ინაუგურაციის დღედ 29 დეკემბერი.
საქართველოს მოსახლეობა წელს პირველად არ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით – არჩვნებზე ხმის მიცებით. მათ ნაცვლად მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც 300 კაცი შედის: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
საქართველოს მომავალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა.
პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს. თითოეულმა დელეგატმა პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთ წევრი უნდა წარადგინოს და ხმაც ერთს მისცეს. არჩევნები პარლამენტში გაიმართება.
პრეზიდენტის ასარჩევად აუცილებელია 200 ხმა. მაგრამ თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართა. ის ოფიციალურად დამოუკიდებელ კანდიდატად იყო წარდგენილი, თუმცა „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს.
