პრეზიდენტის არჩევნები არალეგიტიმურია – ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არალეგიტიმურად ტარდება.
მათ მიაჩნიათ, რომ „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი – ახალი და სამართლიანი არჩევნები“.
„ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მის არც ერთ შტოს, რადგან ივანიშვილმა არჩევნების ნაცვლად მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ…
არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში“, – წერია სამი პარტიის (კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“) ერთობლივ განცხადებაში.
„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ პარტიის არცერთი წარმომადგენელი არ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას:
„გახარია საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დეფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის – უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს“.
მეთხუთმეტე დღეა, თბილისში საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს მის წევრობაზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ფოჩხუა კარლ ბილდტის განცხადებაზე: მედასავლეთელებო და შიგევროპელებო, ეს რა გაკადრათ ამ კორუმპირებულმა ყოფილმა, თქვენც ფეხებზე გვკიდიხართ, როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობა, მხოლოდ ტერიტორია ხართ, რომელიც ჩვენს ინტერესებშიაო?

შალვა პაპუაშვილი – გიორგი ისაკაძემ თავად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში – ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან, მედიიდან გვესაუბრება