პრეზიდენტის არყოფნა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია იმ პირობებში, როცა მან შეიწყალა პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა

პრეზიდენტის არყოფნა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია იმ პირობებში, როცა მან შეიწყალა პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა
რაც შეეხება პრეზიდენტის არყოფნას დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ ჰქონდა, დასწრებოდა ღონისძიებას.
„ამას მე არ ვწყვეტ, ეს არის -ს ღონისძიება, მაგრამ აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა ამ ღონისძიებაზე იმ ადამიანის დასწრება, რომელმაც შეიწყალა კონკრეტული პატიმარი, რომელიც ცდილობდა ერთ-ერთი პოლიციელის ცოცხლად დაწვას. ამას გარდა, გახსოვთ, მისი განცხადებები გასული კვირების განმავლობაში პოლიციასთან მიმართებით. ეს იყო აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები. აქედან გამომდინარე, დღეს არაფერი ესაქმებოდა ბუნებრივია სალომე ზურაბიშვილს ამ ღონისძიებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს