სალომე ზურაბიშვილის ბოლო ანგარიში პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის რანგში. 6 თებერვალს ქვვეყნის მთავარსარსარდალმა საკნონმდებლო ორგანოს უნდა მიმართოს, თუმცა შესაძლოა ეს გამოსვლა კითხვის ნიშის ქვეშ დადგეს.
“ოცნების” პოლიტიკური ოპონენტები ვარაუდობენ, რომ მმართველი გუნდი არც ამ შემთხვევაში გაუშვებს ხელიდან პრეზიდენტის ინსიტიტუტის დაკნინების შესაძლებლობას. ახლა მთავარი ინტრიგა სწორედ მმართველი უმრავლესობის პოზიციაა. მიმართავს თუ არა “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ პოლიტიკურ დემარშს და დაბლოკავს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიურ გამოსვლას საკანომდებლო ორგანოს წინაშე.