საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მზადების პროცესშია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასკვნითი სამუშაო ფორმატის შეხვედრა რამდენიმე საათის წინ შედგა. მისი ავტორები კი კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.
“საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის გასაჩივრება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება. ასევე იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს სექტემბერში ამ კანონის მოქმედება”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ პარტია სამართლიანობისთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ რუსული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს, რომელიც ინსტიტუციურ დაწესებულებს ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს ინტეგრაციისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება რუსული კანონის წინააღმდეგ პირველი სარჩელი, რომელსაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს.