მეტროსადგურ “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსული მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც ცოტა ხნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეჩერდნენ, ფილარმონიასთან იმყოფებიან.
არსებული ინფორმაციით, ფილარმონიასთან შეჩერებული აქციის მონაწილეები მეტროსადგურ “უნივერსიტეტიდან” დაძრულ მეორე მსვლელობის მონაწილეებს ელოდებიან, რის შემდეგაც მსვლელობები გაერთიანდება, თუმცა შემდეგი ლოკაციის ადგილი ამ ეტაპზე უცნობია.




