„პრეზიდენტისთვის მოღალატე არ მიწოდებია, არც ვუწოდებ“ – ლაშა ტალახაძე კობახიძეს არ ეთანხმება

ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა, არ იზიარებს პრემიერ კობახიძის განცხადებას, რომ პრეზიდენტი „ქვეყნის მოღალატეა“.
ტალახაძე დღეს პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონიაზე იყო, ხოლო მის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა:
„[სალომე ზურაბიშვილისთვის] არ მიწოდებია ქვეყნის მოღალატე, და არც ვუწოდებ“. ტალახაძემ ასე უპასუხა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერი ირაკლი პრეზიდენტს „ქვეყნის მოღალატეს“ და „აგენტს“ უწოდებს.
ტალახაძემ თქვა, რომ იზიარებს „ოცნების“ პოლიტიკას. მანვე განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი ხალხის სამსახურშია“.
ტალახაძე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ სიით იყრის კენჭს. იგი სიაში მეშვიდე პოზიციაზე იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ