დღეს, 26 იანვარს გამთენიისასტელეკომპანია „ფორმულას“ ვებსაიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა. გათიშულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტიც. გუშინ, 25 იანვარს დილის საათებში კი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი „მთავარი არხის“ ვებგვერდი გახდა.
როგორც ტელეკომპანია „ფორმულაში“ აცხადებენ, “ვებსაიტი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული, თუმცა აღდგენა მოხერხდა. ტექნიკური სამსახური ჰაკერული თავდასხმის დეტალებს არკვევს”, — ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა „მთავარმა არხმაც“, მათი თქმით, საიტზე ჰაკერული თავდასხმა დილის საათებში დაიწყო და წაიშალა მონაცემთა ბაზის ნაწილი.
„ნეტგაზეთი“ ცდილობს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებასაც იმის გასარკვევად, თუ რატომ გაითიშა ადმინისტრაციის ვებსაიტი.
ამ დროის მონაცემებით, [10:50] „მთავარი არხის“ ვებგვერდი ფუნქციონირებს, „ფორმულასა“ და პრეზიდენტის საიტები კი გათიშულია.
