პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები, ოდნავ რაციონალური, საღ აზრთან მიახლოებული თუ იქნება, ვიმსჯელოთ და შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც

პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები, ოდნავ რაციონალური, საღ აზრთან მიახლოებული თუ იქნება, ვიმსჯელოთ და შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც
დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები. მაინტერესებს რას ჩაწერენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა იმ წინადადებას გაითვალისწინებს კანონში, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები არგმენტირებულად წარმოადგენენ.
„დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები. მაინტერესებს რას ჩაწერენ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აინტერესებს, რას ჩაწერენ მოტივირებულ შენიშვნებში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. ოდნავ რაციონალური, ოდნავ საღ აზრთან მიახლოებული თუ იქნება, ვიმსჯელოთ ამაზე და შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც. რა არ ვარგა კანონში, ერთი წინადადება მაინც გვითხრან და იმ ერთ წინადადებაზეც კი ვიმსჯელებთ. ამაზე კარგი წინადადება რა შეიძლება იყოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი მარადიული კრიტიკოსის, ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება – ამავე სცენარის ნაწილი მგონია ჰესების წინააღმდეგ არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები

ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!