პრეზიდეენტი – ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს მრავალკონფესიურ და მრავალეთნიკურ ქვეყანაში დღეს აღდგომის ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს

პრეზიდენტი, კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
„მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს!
ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს მრავალკონფესიურ და მრავალეთნიკურ ქვეყანაში დღეს ამ ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს.
ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას ერთიან, მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოში“,-ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ