თავდამსხმელმა, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში 14 ადამიანი მოკლა, თვითმკვლელობის შესახებ დაწერილ წერილში მანამდე ჩადენილი ორმაგი მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა.
დევიდ კოზაკის სახლში ნაპოვნი ჩანაწერი შეიცავდა აღიარებას, რომ მან 15 დეკემბერს, ჩარლზის უნივერსიტეტის თავდასხმამდე ექვსი დღით ადრე ქალაქის მახლობლად ტყეში მოკლა მამაკაცი და მისი პატარა ქალიშვილი.
პოლიციამ განაცხადა, რომ ის 4 000 ეჭვმიტანილთა სიაში იყო აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით.
თავდასხმის დღეს კოზაკმა მამამისიც მოკლა. 24 წლის ბიჭი უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრანტი იყო. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ალყაში მოაქცია.
პირველად ინფორმაცია გაზეთმა Denik N-მა გაავრცელა და დაწერა, რომ ჩანაწერი პოლიციამ კოზაკის სახლში 21 დეკემბერს, თავდასხმის დღეს აღმოაჩინა. ის მოიცავდა აღიარებით ჩვენებას, რომ ერთი კვირით ადრე მან მოკლა ორი ადამიანი კლანოვიცეს ტყეში, დედაქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში.
ჩეხური მედია წერს, რომ დაღუპულები არიან 32 წლის კაცი და 2 თვის გოგო. იხილეთ ასევე:
· ჩეხეთის პოლიციამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, თუ როგორ განვითარდა მოვლენები პრაღაში მასობრივი სროლისას