პრაღის მეტროპოლიტენი უპილოტო მატარებლებზე გადავა

პრაღის მეტროპოლიტენის ოთხი ხაზიდან ორზე, მათ შორის, მშენებარე D-ხაზზე უპილოტო მატარებლები იმოძრავებენ. 69 მატარებლიდან პირველი, ხაზზე 2029 წელს გავა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ავტომატიზაციის შედეგად, პირველ რიგში, ინტერვალები შემცირდება და ხაზის გამტარუნარიანობა გაიზრდება.
სადგურებზე, სადაც უპილოტო მატარებლები იმოძრავებენ, დამონტაჟდება დამცავი კედლები კარებით, რომლებიც ავტომატურად მხოლოდ მაშინ დაიხურება და გაიხსნება, როცა მატარებელი ადგილზე იქნება გაჩერებული.

ასევე დაგაინტერესებთ