პრაღაში სროლის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა

წინასწარი ინფორმაციით, ში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრაღის სამაშველო სამსახურები ავრცელებენ.
მათი ცნობით, კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტში სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თავად მსროლელიც, რომლის ლიკვიდაციაც პოლიციამ მოახერხა.
ასევე, ცხრა ადამიანმა სერიოზული ჭრილობები მიიღო, ხუთმა-ექვსმა საშუალო სიმძიმის ჭრილობები, ხოლო კიდევ 10-მა მსუბუქი ჭრილობები. სამაშველო სამსახურები აღნიშნავენ, რომ მონაცემები საბოლოოო არ არის და შესაძლოა ინფორმაცია შეიცვალოს.
ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ იან პალახის მოედანი და უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს