საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ფინეთის საგრეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეზე “ოცნების” მხრიდან მიტანილ იერიშზე ისაუბრა და ტვ პირველთან თქვა:
ვიხუმრე, რომ იმედია მურუსიძის სასამართლოს არ გაასამართლებინებენ-მეთქი და როგორც აღმოჩნდა მთლად აქამდეც კი შეიძლება მივიდეს საქმე. ამას დიპლომატიაში არაფერი არ ქვია, რასაც ჩვენ ვუყურებთ კობახიძის და მისი პარტიული მეგობრების მხრიდან, რომლებიც თავისთავს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ეძახიან. ამას სახელი არ ქვია, როდესაც ევროპას გებელსის ევროპას ეძახი, ეს ხომ პირველი შემთხვევა არაა და დღეს არ მომხდარა. პრაღიდან ჩამოვედი, მანამდე რიგაში ვიყავი, ლონდონში, ყველგან, ვაშინგტონშიც ადამიანები ლაპარაკობენ ორი მთავარ ამბავზე: ერთი, რა თქმა უნდა, ის რაც ფუნდამენტური პრობლემა არის, დემოკრატიის ფაქტობრივად გაქრობაზე და ევროპული გზიდან გადახვევაზე და ამოვარდნაზე. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი და არანაკლებ თანაბარი პრობლემა, რომელზეც საუბრობენ არის ის, რომ პერსონალური საკითხი გახდა კობახიძე და მისი სამეგობრო ჩვენი პარტნიორებისთვის იმიტომ, რომ პირადი შეურაცხყოფებით კვებავენ, ჩვენი პარტნიორები პირადი შეურაცხყოფებით კვებავენ საკუთარ ამომრჩეველს.”
