პრაღაში მუშაობას იწყებს შუა ევროპაში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია

პრაღაში დაიწყო უსაფრთხოების საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია Globsec-ი. თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე ეს ფორუმი ერთ-ერთი უდიდესი თავყრილობაა თავდაცვისა და ეკონომიკის შესახებ ცენტრალურ ევროპაში.
ბოლო 18 წელიზადში ფორუმი იმართებოდა ბრატისლავაში, მაგრამ წელს გადაწყდა ღონისძიების ში მოწყობა – ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ს მიწვევით, აღნიშნავს Current Time-ი.
ეს გადაწყვეტილება ს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მემარცხენე პოპულისტი რობერტ ფიცოს დაბრუნების შემდეგ მიიღეს კონფერენციისთვის დაფინანსების შემცირების გამო.
სამი დღის განმავლობაში, 30 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე, პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები განიხილავენ გლობალურ თემებს, როგორიცაა ევროკავშირისა და ნატოს გაფართოება, სა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები და ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებულ საკითხები.
Globsec-ის ფორუმი პლატფორმაა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მაღალ დონეზე მოსამზადებლად. გასულ წელს მისმა მონაწილეებმა განიხილეს სერბეთსა და მის ყოფილ ოლქს, ნაწილობრივ აღიარებულ კოსოვოს რესპუბლიკას შორის მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა.
ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა დასავლეთ ბალკანეთისთვის მრავალმილიარდიანი ეკონომიკური პაკეტი გამოაცხადა. შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას.
ს ომი უკრაინის წინააღმდეგ წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ფორუმს ესწრება რამდენიმე პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე კანდიდატი ქვეყნებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”