პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში მასიური სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციამ პირველი შეტყობინებები სროლის შესახებ უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე, იან პალაჩის მოედანზე, დედაქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით 15:00 საათის შემდეგ მიიღო. ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.
პრემიერმინისტრის პეტრ ფიალას განცხადებით, მან გააუქმა მომავალი შეხვედრები ხუთშაბათს “ტრაგიკული მოვლენების” ფონზე.
