„პრაიმ ჰაუსი“ ინფორმაციას ავრცელებს

,,პრაიმ ჰაუსი” სამი აუტსაიდერისთვის ხმის მიცემის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ხმის მიცემა შეწყდება შაბათის ლაივის დროს.
ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების, სმს-ებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით.
მონაწილეებს მინიჭებული აქვთ მხარდამჭერი ნომერი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე.
მობილურით დარეკვისა და სმს-ის ღირებულება შეადგენს: 50 თეთრი.
ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი ქსელით. ზარებისა და სმს-ების დაფიქსირება შეგიძლიათ შეუზღუდავად.
ფეისბუქ მესენჯერში თქვენი ხმის დასაფიქსირებლად უნდა გახსნათ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე პირადი შეტყობინების ფანჯარა და დააჭიროთ #Getstarted.
თუ ერთხელ უკვე დაფიქსირებული გაქვთ ხმა, ყოველ შემდეგი ხმის მიცემის დაწყებისთვის მოგვწერეთ /start რის შემდეგაც შეძლებთ ხმის მიცემას.
შემდეგ კი ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ მონაწილეს. ფეისბუქზე ხმის მიცემა შეგიძლიათ ყოველ 5 წუთში. თანაც შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი ხმები სხვადასხვა მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი.
ხალხის რჩეული გამოვლინდება შაბათის პირდაპირი ეთერის დროს!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ამან შეიძლება, მძიმე პათოლოგიებიც გამოიწვიოს…“ – ექიმი მშობლებს და მოზარდებს აფრთხილებს
VIDEO: „თუ წნევის გაზომვისას ხელს ასე დადებთ, აპარატი უფრო მაღალ წნევას გიჩვენებთ“ – გიორგი ღოღობერიძის რჩევა

ასევე დაგაინტერესებთ