პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ძვირი ბენზინი საქართველოსა და სომხეთშია – Numbeo

გლობალური მონაცემთა ბაზა Numbeo, რომელიც მსოფლიოში სამომხმარებლო ფასებს სწავლობს, მსოფლიოს 95 ქვეყანაში ბენზინის ფასის რეიტინგს აქვეყნებს.
Numbeo-ს მონაცემებით, ყველაზე ძვირი ბენზინი ჰონგ კონგში, ფინეთსა და ნიდერლანდებშია. შესაბამისად, ჰონგ კონგში 1 ლიტრი ბენზინი 3$ (7.95 ლარი) ღირს, ფინეთში – 2.21$ (5.86 ლარი); ნიდერლანდებში – 2.16$ (5.72 ლარი); მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე იაფი 1 ლიტრი ბენზინი ლიბიაშია და 0.03$ (8 თეთრი) ღირს.
საქართველო ბენზინის სიძვირის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში 63-ე ადგილზეა და 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 1.18$-ია (3.13 ლარი). პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოზე იაფია ბენზინი უზბეკეთში (69-ე ადგილზეა და ფასი 1$-ია – 2.65 ლარი); ბელარუსში 78-ზე (0.78$ – 2.07 ლარი), აზერბაიჯანში 82-ზე (0.61$ – 1.62 ლარი), რუსეთში 84-ზე (0.58$-1.54 ლარი), ყაზახეთში 88-ზე (0.51$- 1.35 ლარი).
საქართველოზე ძვირია ბენზინი – ში (49-ე ადგილზეა და 1.37$ ღირს), სომხეთსა 58-ზე (1.23$), თურქეთში 59-ზე (1.22$).
იმ ქვეყნების 10-ეული, სადაც ყველაზე ძვირია 1 ლიტრი ბენზინი, ასეთია:
ჰონგ კონგი – 1 ლიტრი ბენზინი 3$ (7.95 ლარი) ღირს;
ფინეთში – 2.21$ (5.86 ლარი);
ნიდერლანდებში – 2.16$ (5.72 ლარი);
საბერძნეთი – 2.15$ (5.70 ლარი);
შვეიცარია – 2.15$ (5.70 ლარი);
სინგაპური – 2.13$ (5.64 ლარი);
– 2.12$ (5.62 ლარი);
ალბანეთი – 2.06$ (5.46 ლარი);
ნორვეგია – 2.04$ (5.41 ლარი);
საფრანგეთი – 2.03$ (5.38 ლარი).