პოსტსაარჩევნო პერიოდში ეროვნულ ბანკს 700 მლნ დოლარის რეზერვების გაყიდვა მოუწია, თუმცა სტაბილურობის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოახერხა – გიორგი ხიშტოვანი (bm.ge)

პოსტსაარჩევნო პერიოდში ეროვნულ ბანკს 700 მლნ დოლარის რეზერვების გაყიდვა მოუწია, თუმცა სტაბილურობის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოახერხა – გიორგი ხიშტოვანი (bm.ge)
სხვადასხვა ღონისძიებებით მცდელობა ხდება, რომ ლარის მიმართ ძალით ნდობა გაიზარდოს,- ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის შემდეგ, ეროვნულ ბანკს, კურსის შესანარჩუნებლად 700 მლნ დოლარის რეზერვების გაყიდვა მოუწია. თუმცა, სტაბილურობის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოახერხა.
„ჩემი ვარაუდით სცენარები მუშავდება, როგორ შეიძლება რომ შევინარჩუნოთ ზოგადად ეკონომიკური სტაბილურობა, თუ ეს პროცესები გაგრძელდა. მაგალითად, ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში დარეზერვების ზედა ზღვარი რომ 25%-მდე გაიზარდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ვცდილობთ ილუზია შევქმნათ, რომ ეროვნულ ბანკს აქვს მეტი რეზერვები, მაგრამ, მეორე მხრივ, ვაძვირებთ რესურსს დოლარში, ანუ ვახალისებთ დაკრედიტებას ლარში. ანაბრების განთავსების შემთხვევაში, დოლარში განთავსება მოსახლეობისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა. ანუ სხვადასხვა ღონისძიებებით მცდელობა ხდება, ლარის მიმართ ძალით ნდობა გაიზარდოს“, – ამბობს ხიშტოვანი.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…