პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი – საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა! – ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა

შევეცადეთ გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით, ამით მათ თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!, – ამის შესახებ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის დამარცხების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა.
მარტინესის თქმით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ს მიერ პირველი ტაიმის მეორე წუთზე გოლის გატანამ პორტუგალიის ნაკრების რწმენაში ეჭვი შეიტანა.
“შეხვედრა ძალიან დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ. გოლი მალე გავუშვით, რაც ასე სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს. მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით, ამით მათ თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!
ჩვენ დაცვის სტრუქტურაზე ვიმუშავეთ, გვსურდა მათი კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. გოლის ადრე გაშვებამ ჩვენ რწმენაში ეჭვი შეიტანა. რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, რათა მერვედფინალისთვის მოემზადონ. საქართველომ ძალა და ენერგია აჩვენა. მეტი ინტენსივობა გვჭირდება. ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა!”, – განაცხადა მარტინესმა, რომლის კომენტარსაც „სპორტალი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ