წინასწარი შედეგების მიხედვით, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროს მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა „დემოკრატიულმა ალიანსმა“ ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში ხმების ხმების 32.7 პროცენტით გაიმარჯვა, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზე მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტები“ გავიდნენ ხმების 23.4 პროცენტით, მესამეზე კი – ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგა“ – 22.6 პროცენტით.
„დემოკრატიული ალიანსის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 230-ადგილიან პარლამენტში 89 ადგილის მოპოვებას ნიშნავს, რაც მმართველი უმრავლესობისთვის საჭირო 116 ადგილის მოპოვებას ართულებს.
შეგახსენებთ, პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ეს ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამე არჩევნები იყო, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც მმართველმა პარტიამ ნდობის მოპოვება ვერ შეძლო. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტში კენჭი მიმდინარე წლის მარტში მონტენეგროს ოჯახურ ბიზნესთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ბრალდებების გამო უყარეს.
