პორტუგალიიდან იაპონიაში – აზაროვი და გოჩოლეიშვილი ტოკიოში ითამაშებენ

“შახტარი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად “პორტუსთან” 3:5 დამარცხდა და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს. დონეცკური გუნდი, რომლის ღირსებასაც ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ, პორტუგალიიდან იაპონიაში გაფრინდა.
ტოკიოს აეროპორტში “მეშახტეებს” უკრაინულმა დიასპორამ გულთბილი შეხვედრა მოუწყო.
18 დეკემბერს “შახტარი” 65-ათასიან “ნაციონალზე” საქველმოქმედო მატჩს ადგილობრივ “ავისპა ფუკუოკასთან” გამართავს, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდება და 24 დეკემბერს პრემიერლიგის მე-18 ტურში გასვლაზე “ოლეკსანდრიას” შეხვდება.
“შახტარს” 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 31 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერებს “კრივბასსა” და “დნიპრო 1”-ს 3 ქულით ჩამორჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში