“პორტუგალია მაღალი კლასის გუნდია, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს” – რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე კო­მენ­ტარს აკე­თებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით და ასე­ვე პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან მო­მა­ვალ მატჩზე.
“მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვინც გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­მო­ვი­და და გვგულ­შე­მატ­კივ­რობს, მარ­თლაც სა­ო­ცა­რი გა­რე­მო იყო ორი­ვე თა­მაშ­ზე, ამ­დე­ნი დრო­შა და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფორ­მით რომ იყო ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან კარ­გი იყო და და­დე­ბი­თად აი­სა­ხა ჩემ­ზე, მი­ვუ­ლო­ცავ ასე­ვე პირ­ველ ის­ტო­რი­ულ ქუ­ლას, რო­მე­ლიც მო­ვი­პო­ვეთ ჩე­ხეთ­თან შეხ­ვედ­რა­ში.
ამ ორ თა­მაშს რაც შე­ე­ხე­ბა ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თა­მა­ში იყო, იმი­ტომ რომ თურ­ქე­თი უფრო ტექ­ნი­კუ­რი გუნ­დია, ვიდ­რე ჩე­ხე­თი, ჩე­ხე­თი ფი­ზი­კუ­რად უფრო ძლი­ე­რი გუნ­დი იყო და რა­ღაც ეპი­ზო­დებ­ში გაგ­ვი­ჭირ­და მე­ო­რე სარ­თულ­ზე ორ­თაბ­რძო­ლე­ბი. რის შე­დე­გა­დაც მი­ვი­ღეთ გოლი.
ბოლო მო­მენ­ტამ­დე გვქონ­და მო­გე­ბის შან­სი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ყვე­ლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ვი­პო­ვეთ. თურ­ქეთ­თან ძა­ლი­ან ბევ­რი მო­მენ­ტი გვქონ­და, სამ­წუ­ხა­როდ, არ გაგ­ვი­მარ­თლა რიგ ეპი­ზო­დებ­ში, თუმ­ცა თა­მა­შის ხა­რის­ხი რა­ღაც მო­მენ­ტებ­ში და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იყო, ვფიქ­რობ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ბედ­ნი­ე­რი უნდა იყოს ამ გუნ­დით და უნდა ია­მა­ყოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ღირ­სე­უ­ლად თა­მა­შობს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.
რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე თა­მაშს, ასე რომ ვთქვათ, კი­დევ ერთი ფი­ნა­ლი გვაქვს, იმი­ტომ, რომ თუ გა­ვი­მარ­ჯვებთ, გავ­დი­ვართ ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი­დან და ვი­თა­მა­შებთ პლე­ი­ოფ­ში, რაც უდი­დე­სი მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის. ამის­თვის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მზად ვართ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ რომ სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი დიდი სი­ხა­რუ­ლი მო­ვუ­ტა­ნოთ. და­ნარ­ჩე­ნი უკვე 26-ში მო­ე­დან­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა. ვი­ცით, რომ პორ­ტუ­გა­ლია კლა­სით მა­ღა­ლი გუნ­დია, ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბის ერ-ერთი ფა­ვო­რი­ტია, თუმ­ცა ჩვენც ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­ე­ბი გვაქვს და გვსურს რომ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ”, – ამ­ბობს ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე.
ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე­სა­მე ტუ­რის შეხ­ვედ­რას 26 ივ­ნისს პორ­ტუ­გა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს. მატ­ჩი თბი­ლი­სის დრო­ით 23:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება