პორტუგალიას მოუწოდებენ არ მისცენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრების საშუალება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) -ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, უკრაინის ლატვიისა, და ლიეტუვის დელეგაციის ხელმძღვანელები და წევრები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს და მოუწოდებენ, არ გასცეს ვიზები ან სხვაგვარად შეუშალოს ხელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაესწრონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიურ სესიას, რომელიც 29 ივნისიდან 3 ივლისამდე პორტუგალიაში გაიმართება.
წერილს, ჰელსინკის კომისია ავრცელებს სოციალურ ქსელში. მისი ხელმომწერები მიიჩნევენ რომ, „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებისთვის ამ პრესტიჟულ სესიაზე დასწრების პრივილეგიის მინიჭება მათ რეპრესიულ მმართველობას ლეგიტიმაციას მიანიჭებს და მისცემს მათ დაუმსახურებელ პლატფორმას”.
„ქართული ოცნების” ხელისუფლება სისტემურად ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში – ს ფართომასშტაბიან გაყალბებაში მონაწილეობით, მშვიდობიანი პროტესტების ძალადობრივად ჩახშობით და ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებით, რომლებიც მისი ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ გამოსვლას ბედავენ. მათი მოქმედებები წინააღმდეგობაშია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელთა მხარდაჭერასა და დაცვასაც პორტუგალია და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ესწრაფვიან“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც 25-ზე მეტი დეპუტატი აწერს ხელს.
იანვარში, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერებაზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისას, ქართველი დიპლომატები და თანამდებობის პირები ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის წარდგენის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლითა და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობით.
გადაწყვეტილება პასუხია დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე, ასევე „აგენტებისა“ და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონების მიღებაზე.
საქართველოში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს სავიზო სანქციები დაუწესა ჯერ ლიეტუვამ, შემდეგ კი – ესტონეთმა და ლატვიამ, ასევე – გერმანიამ. სანქციები დააწესეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომაც.
ფორუმი