პორტუგალიას მოუწოდებენ, არ დაუშვას „ოცნება“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში -ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელები და წევრები პორტუგალიას მოუწოდებენ, არ დაუშვას „ქართული ოცნება“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 32-ე ყოველწლიური სესიაზე, რომელიც 29 ივნისიდან 3 ივლისამდე პორტუში გაიმართება.
წერილში, რომელსაც ჰელსინკის კომისია ავრცელებს, დეპუტატები სხვადასხვა ქვეყნიდან წერენ, რომ „ქართული ოცნების” მთავრობის წევრებისთვის ეუთოს პრესტიჟულ სესიაში მონაწილეობის უფლების მიცემა მათი რეპრესიული მმართველობის ლეგიტიმაციას ნიშნავს და იმ პლატფორმას აძლევს, რომლის ღირსიც არ არიან.
„თქვენს მთავრობას მოვუწოდებ, უარი უთხრას ვიზების გაცემაზე ან სხვა გზით აღკვეთოს „ქართული ოცნების” მთავრობის წევრების მონაწილეობა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებაში. „ქართული ოცნების” ხელისუფლება სისტემურად ანგრევს დემოკრატიას საქართველოში — მონაწილეობს ფართომასშტაბიან საარჩევნო გაყალბებაში, ძალადობრივად აქრობს მშვიდობიან პროტესტებს და აპატიმრებს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც მისი ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან. მათი მოქმედებები წინააღმდეგობაშია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელთა მხარდაჭერასა და დაცვასაც პორტუგალია და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ესწრაფვიან“, — ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერს OSCE PA-ში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და შვედეთის ეროვნული დელეგაციების 30-მდე წევრი.