პორტუგალიამ თურქეთი დაჯაბნა და უკვე პლეი-ოფშია – საქართველოსთან ლეაო ვერ ითამაშებს [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა და პლეი-ოფში ვადამდე გავიდა – გარანტირებული პირველი ადგილით.
რონალდომ საგოლე გადაცემა გააკეთა – ეს მიმდინარე ტურნირზე მისი პირველი საგოლე მოქმედებაა.
ლეაომ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.
პორტუგალიას ექვსი ქულა აქვს, თურქეთს სამი, ჩეხეთსა და საქართველოს კი – თითო-თითო.
ბოლო ტური 26 ივნისს ჩატარდება: პორტუგალია საქართველოს, ხოლო თურქეთი ჩეხეთს დაუპირისპირდება.
თურქეთი – პორტუგალია 0:3
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (21),
0:2 აკაიდინი (28, საკ. კარში), 0:3 ბრუნო ფერნანდეში (55)