პოროშენკო: ის, რაც დღეს საზღვარზე მოხდა, არ არის წვრილმანი დივერსია. ეს არის ანტიუკრაინული დივერსია

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა და მეხუთე პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ მესაზღვრეებმა ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს, რათა მონაწილეობა მიეღო აშშ-სა და პოლონეთში საერთაშორისო შეხვედრებში. ამის შესახებ პოროშენკო სოციალურ ქსელში წერს.

პოროშენკომ აღნიშნა, რომ მას აქვს მივლინების ნებართვა, რომელსაც ხელს აწერს რადას თავმჯდომარე.

მან აღნიშნა, რომ დაგეგმილი ჰქონდა ათობით შეხვედრა ვარშავასა და ვაშინგტონში.

„ის, რაც დღეს საზღვარზე მოხდა, არ არის წვრილმანი დივერსია. ეს არის ანტიუკრაინული დივერსია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი გუნდის დიპლომატიური მუშაობის შეფერხება, ეს არის დარტყმა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებზე“, – აცხადებს პოროშენკო.

როგორც ცნობილია, უმაღლესი რადას რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა მათ საზღვარგარეთ მივლინებებს ბლოკავს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე გიორგი ბაჩიაშვილზე – არსებულ სიტუაციას იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს, პოლიტიკური მოტივებით იყოს შეფუთული მისი დანაშაული – რაც შეეხება მის ჩამოყვანას, მოტაცებას ადგილი არ ჰქონია, რისი გამოძიება უნდა დაიწყოს?