პოროშენკო აცხადებს, რომ ხელისუფლება ოქტომბრისთვის აპირებს არჩევნების ჩატარებას, არახამია – უარყოფს

უკრაინის ოპოზიციური პარტიის, “ევროპული სოლიდარობის” ლიდერმა და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ხელისუფლება ში ს ჩატარებას 26 ოქტომბერს გეგმავს.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ პოროშენკო გამოცემა Censor.no-სთან 16 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებს.

კითხვაზე, როდის არის შესაძლებელი, მისი აზრით, უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები, პოროშენკომ უპასუხა: “ჩაიწერეთ – მიმდინარე წლის 26 ოქტომბერი.” პოროშენკოს თქმით, ამ სამზადისის შესახებ ცნობები პრეზიდენტის გარემოცვიდან და ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ჟონავს.
თავად პეტრო პოროშენკო არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგება იმ ვითარებაში, როდესაც “სახელმწიფოს არსებობა საფრთხის ქვეშაა.”
უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელმა მ პოროშენკოს განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, არჩევნები გადაიდო.
-ს სურს, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის, განსაკუთრებით, თუ მომდევნო თვეებში რუსეთთან ზავის დადებას მოახერხებს. შესაძლებელი არჩევნების პერსპექტივა უკრაინასაც წაადგება პოლიტიკურად და აშშ-ის მცდელობასაც, შეწყდეს ომი მომავალ თვეებში.

უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის პირობამ სხვა მიმართულება შეიძინა მას მერე, რაც მისმა წარგზავნილმა კით კელოგმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ისურვებდა შესაძლოა წელსვე, და განსაკუთრებით მაშინ, თუ ზავი იქნება მიღწეული.
ფორუმი