პოლტიკური არასტაბილურობა ინვესტორის განწყობას ცვლის და ისედაც შემცირებულ ინვესტიციებს გაანახევრებს – მოსაზრება

“ეკონომიკა პოლიტიკისგან განუყოფელია. პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუძლებელი და გამორიცხულია,” – ასე ფიქრობს შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე. როგორც მან “თავიუსფალ ბიზნესთან” განაცხადა, უახლოეს პერიოდში, შემოდგომაზე, გაზაფხულზე, განახევრებულ ინვესტიციებს უნდა ველოდოთ.
“ისედაც რა გვქონდა და ისიც რომ განახევრდება, რთული მისახვედრიო არ არის, რა დღეში აღმოვჩნდებით. ჩათვალეთ, რომ, უახლოეს პერიოდში, შემოდგომაზე, გაზაფხულზე, ეს არამდგრადი პოლიტიკური მდგომარეობა და სერიოზული შიდაპოლიტიკური რყევები, გაანახევრებს ისედაც შემცირებულ ინვესტიციებს. ბიზნესის ამჟამინდელი განწყობა პოლიტიკური არასტაბილურობით არის განპირობებული. თუ სტაბილურობა არ გვექნება, დაივიწყეთ ინვესტიციებიც, კონომიკური განვითარებაც და ყველაფერი. ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ, რომ შევქმნათ სტაბილური გარემო არამხოლოდ ბიზნესის განვითარებისთვის, არამედ საზოგადოების განვითარებისთვისაც. რა დღეს საქართვცელოში ხდება, გამორიცხულია, ვინმემ შეიძლება იფიქროს სამომავლო ბიზნესპროექტებზე, შესაძლებლობები დღითი დღე მცირდება“, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
ცნობისთვის, დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 2024 წელს 1 569.3 მლნ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით 18.6%-ით ნაკლებია, თუმცა 2024 წლის წინასწარ მონაცემებს 17.7%-ით აღემატება.
2020 წლიდან 2024 წლამდე ინვესტიციების მოცულობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვალებადობა აჩვენა, რაც დაკავშირებულია როგორც გლობალურ ეკონომიკურ გარემოსთან, ისე ადგილობრივი საინვესტიციო დინამიკასთან.
ანალიტიკოსების შეფასებით, ინვესტიციების კლების მიუხედავად, მაჩვენებელი კვლავ ინარჩუნებს სტაბილურ დონეს, ხოლო წინასწარ შეფასებებზე მნიშვნელოვანი გადაჭარბება პოზიტიურად აისახება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე.
საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) საერთო მოცულობაში სამი უმსხვილესი ქვეყნის წილმა 54.4% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები არიან:
· გაერთიანებული სამეფო – 27.5% (431.1 მლნ აშშ დოლარი),
· ნიდერლანდები – 14.7% (230.9 მლნ აშშ დოლარი),
· მალტა – 12.2% (191.7 მლნ აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქვეყნები მთლიან ინვესტიციებში წამყვან პოზიციას ინარჩუნებენ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საქართველოს საინვესტიციო დინამიკაზე.