პოლტავის სამხედრო სასწავლებელზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 55-ს მიაღწია

სამშაბათს უკრაინის ქალაქ პოლტავაში, სამხედრო სასწავლებელზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 55-ს მიაღწია, დაჭრილია 328 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური იტყობინება.
„სასწავლო კორპუსის ექვსსართულიანი შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ ჯერაც არიან ადამიანები. ამ მომენტისთვის მაშველებმა დაშალეს და გაიტანეს 2000 ტონა სამშენებლო ნაგავი,“ ნათქვამია საგანგებო ვითარებათა სამსახურის ცნობაში.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 სექტემბერს პოლტავაში კავშირგაბმულობის ძალების სასწავლო ცენტრის შენობაზე დარტყმა ორი ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა “მაღალი სიზუსტით დაარტყეს” უკრაინის შეიარაღებული ძალების 179-ე ერთობლივ სასწავლო ცენტრს ქალაქ პოლტავაში. სადაც მათი მტკიცებით, უცხოელი ინსტრუქტორები ამზადებდნენ კავშირგაბმულობისა და რადიოელექტრონული საშუალების უკრაინელ სამხედრო სპეციალისტებს და დრონების ოპერატორებს რუსეთის ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით