პოლტავა, სუმი, ხარკოვი – რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს უკრაინის ენერგოობიექტებს და რკინიგზას

უკრაინის რამდენიმე რეგიონში ენერგოობიექტები და რკინიგზა დაზიანდა რუსული რაკეტებითა და დრონებით მორიგი შეტევის შედეგად. გასულ ღამით დაწყებული იერიში დილამდე გაგრძელდა.
უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, წუხანდელი მასირებული შეტევის შედეგად პოლტავის, სუმის და ხარკოვის ოლქებში დაზიანებულია ენერგოობიექტები. ამ რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. პოლტავაში დარტყმა იყო სარკინიგზო ლოკომოტივების დეპოზეც. მსხვერპლი არ არის.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად პოლტავაში დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა და კერძო სახლიც. რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.
7 ოქტომბერს დილით დრონებით შეტევა იყო ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ენერგოობიექტის დაზიანების შედეგად 61 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დრონებით დარტყმა იყო აგრარული საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე ხორბლის საცავზეც, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 7 ოქტომბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში ს ჯარებმა ს შეუტიეს 2 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ და 152 უპილოტო საფრენი აპარატით.
სარდლობის თანახმად, თავდაცვის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში ჩამოაგდეს, ან გააუვნებლეს 88 დრონი. სარდლობა ადასტურებს 2 რაკეტით და 50-ზე მეტი დრონით პირდაპირ დარტყმას ათ ადგილზე.
ბოლო ხანს რუსეთის ჯარები ისევ ინტენსიურად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს. უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინელებს გაუმწვავოს ელექტროენერგიითა და გათბობით მომარაგების პრობლემა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ კვირაში განაცხადა, რომ რუსეთის მსგავს ქმედებებზე მსოფლიო პრაქტიუკლად, არ რეაგირებს.
ფორუმი