პოლონურმა სტარტაპმა სოკოებს ძველი ტანსაცმლის გადამუშავება ასწავლა

პოლონურმა სტარტაპმა Myco Renew-მ ნაჭრების გადამუშავების ახალი ტექნოლოგია შექმნა: ს დამფუძნებლების თქმით, მათ სოკოებს ძველი ტექსტილის ჭამა ასწავლეს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ამისათვის ისინი იყენებენ სოკოების ჯგუფს, რომელიც სპეციალურად ამ მისიისთვის არის შერჩეული, რათა მათ შეძლონ როგორც ბუნებრივი, ასევე სინთეტიკური ქსოვილების „მონელება“.
სინთეტიკური ქსოვილების დაშლის პროცესს, როგორც წესი, ათწლეულები ან თუნდაც ასობით წელი სჭირდება. სოკოები სინთეტიკურ მასალებს ოთხ კვირაში უმკლავდებიან.