პოლონურმა მხარემ -სგან „ეფ-35“-ის ტიპის გამანადგურებლისთვის რაკეტების შესყიდვის კონტრაქტს მოაწერა ხელი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა კონტრაქტს -ისგან „ეფ-35“-ის ტიპის გამანადგურებლისთვის რაკეტების შესყიდვის შესახებ.
შეთანხმება მოიცავს 200 საჰაერო თავდაცვის რაკეტის, AIM-120 AMRAAM-ის შესყიდვას უახლესი AIM-120D ვერსიით.
პირველი რაკეტები პოლონეთში მომავალ წელს ჩავა.
როგორც პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, პოლონეთი უერთდება ევროპული ქვეყნების ელიტურ წრეს, რომლებიც ამ ტიპის რაკეტებს იყენებენ.
„ეს აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი მოკავშირეები ვართ, რამდენად ინტეგრირებულები ვართ“, – აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა.
მისივე თქმით, ასეთი კონტრაქტები აჩვენებს, რომ „პოლონურ-ამერიკული კავშირი არ არის მხოლოდ სიტყვები“.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”