რუსულმა დრონმა პოლონეთში საცხოვრებელი სახლი დააზიანა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
გამოცემა Polsat News-ის ცნობით, რუსული დრონის ნარჩენები ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ვირიკიში ჩამოვარდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის სახურავი და ავტომობილი დაზიანდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების განცხადებით, აფეთქების ხმა გაიგეს და პოლონეთის გამანადგურებელი თვითმფრინავები დაინახეს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.
