პოლონური მედია – აღმოსავლეთ პოლონეთში დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა – აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

აღმოსავლეთ პოლონეთში დაუდგენელი ობიექტის ჩამოვარდნისა და აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონური გამოცემა PAP-ის ცნობით, დაუდგენელი ობიექტი ლუბლინის სავოევოდოში მდებარე სოფელ ოსინიში, ერთ-ერთ სიმინდის ყანაში ჩამოვარდა.
პოლიციაში განაცხადეს, რომ შესაბამისი სამსახურები ცდილობენ დაადგინონ, თუ რა ტიპის ობიექტი ჩამოვარდა.
ობიექტის ჩამოვარდნის ადგილას პოლიციელებმა დამწვარი ლითონისა და პლასტმასის ნარჩენები იპოვეს.
დაუდგენელი ობიექტის აფეთქების შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ფანჯარა ჩაიმსხვრა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)