პოლონურად ითარგმნა და გამოიცა ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, პოლონურად ითარგმნა და გამომცემლობის სონია დრაგას მიერ გამოიცა ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“.
მთარგმნელი: მაგდალენა ნოვაკოვსკა.
ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ…