პოლონელმა ფერმერებმა უკრაინა-პოლონეთის სამ სასაზღვრო პუნქტზე მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების გაშვება დაიწყეს

პოლონელმა ფერმერებმა -პოლონეთის სამ სასაზღვრო პუნქტზე მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების გაშვება დაიწყეს.
ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.
20 თებერვლის საღამოს მდგომარეობით პოლონელი ფერმერები უკრაინასთან საზღვარზე 6 გამშვები პუნქტის ბლოკირებას აგრძელებენ. ამავდროულად, გამშვებ პუნქტებზე „უსტილუგი”, “რავა-რუსკაია” და “უგრინოვი” მათ სამგზავრო ტრანსპორტი გაშვება დაიწყეს.
„ვითარება კარდინალურად არ შეცვლილა. ამავდროულად, პოლონელი კოლეგების ინფორმაციით, დაახლოებით, 16 საათზე პოლონელმა ფერმერებმა შეატყობინეს, რომ “უსტილუგის” გამშვები პუნქტზე ორივე მიმართულებით ნახევარ საათში 5-5 მსუბუქი ავტომობილის გაშვებას დაიწყებენ. ასევე ამ მიმართულებაზე ისინი თითქოსდა განაახლებენ ნორმალურ მიმოსვლას ავტობუსებისთვის და საათში ორივე მიმართულებით რამდენიმე სატვირთო მანქანას გაუშვებენ. დაახლოებით 17 საათზე პოლონელი ფერმერები ასევე დაჰპირდნენ, რომ „რავა-რუსკაიას” მიმართულებაზე მსუბუქი ავტომობილებისთვისა და ავტობუსებისთვის ბლოკადას მოხსნიან. ორივე მიმართულებით ერთ საათში ერთი სატვირთო მანქანის გაშვებას გეგმავენ”, – განაცხადა დემჩენკომ.
პოლონელი მესაზღვრეების ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ მომიტინგეებმა “უგრინოვის” მიმართულებაზე მსუბუქი ავტომობილებისთვისა და ავტობუსებისთვის საგზაო ხაზები განბლოკეს. ამ კატეგორიის ტრანსპორტის გაშვებას, ფერმერების თქმით, ისინი დაუბრკოლებლად გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ