პოლონელმა ფერმერებმა მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება განაახლეს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ დღეს დილიდან პოლონელმა მომიტინგეებმა მედიკა-შეგინის გამშვები პუნქტის ბლოკირება განაახლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ მიმართულებით უკრაინაში შესვლას პოლონეთის ტერიტორიაზე ახლა 800-მდე სატვირთო მანქანა ელოდება. ამასთან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში განმარტავენ, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები არ გეგმავენ ავტობუსებისა და სამგზავრო მანქანების მოძრაობისთვის ხელის შეშლას.
ცნობისათვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონელმა ფერმერებმა დღეს დილიდან უკრაინის საზღვარზე, მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება განაახლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…