პოლონელმა ფერმერებმა ერთი საათით გადაკეტეს უკრაინის საზღვართან მდებარე ერთ-ერთი გამშვები პუნქტი

13 თებერვალს პოლონელმა ფერმერებმა ერთი საათით გადაკეტეს უკრაინის საზღვარზე მდებარე მეექვსე კორჩევა-კრაკოვეცის გამშვები პუნქტი.
უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ცნობით გამშვებ პუნქტთან ერთი საათის განმავლობაში დაახლოებით 970-მა სატვირთო მანქანისგან წარმოქმნილი რიგი გადაიჭიმა.

„ ამჟამად, პოლონელი ფერმერების პროტესტის გამო, უკრაინულ-პოლონეთის საზღვარზე კიდევ 5 გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილება შეზღუდულია”, – ნათქვამია უკრაინელი მესაზღვრეების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
9 თებერვალს პოლონეთში დაიწყო სოლიდარობის პროფკავშირის მიერ გამოცხადებული ფერმერთა გაფიცვა. 2ერთი თვის განმავლობაში ისინი გეგმავენ დაბლოკონ ყველა გამშვები პუნქტი, ასევე გზები და მაგისტრალები ცალკეულ რაიონებში, წამოაყენონ თავიანთი მოთხოვნები.

უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვის გარდა, პოლონელი მომიტინგეები ეწინააღმდეგებიან ევროპის აგრარულ პოლიტიკას, კერძოდ, ილაშქრებენ “მწვანე სისტემის” დანერგვის წინააღმდეგ. საუბარია მთელ რიგ გარემოსდაცვით პრობლემებსა და კლიმატურ მოთხოვნებზე. ასევე მოთხოვნებს შორისაა მეცხოველეობის მხარდაჭერა.
პოლონეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო შაბათ-კვირას მომხდარი ინციდენტისა, რომლის გამოც პოლონელ ფერმერებს ადანაშაულებენ უკრაინის მარცვლეულით დატვირთული სამი მანქანის სასაზღვრო პუნქტთან გაჩერებაში და ტვირთის გადაყრაში.
ინციდენტი 11 თებერვალს მოხდა, იაგოდინ-დოროჰუსკის გამშვებ პუნქტთან, და წარმოადგენდა გაგრძელებას პოლონელი ფერემერების ფართო პროტესტისა ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მიმართ – მათ შორის ზომების, რომლებიც უკრაინის მარცვლეულს პოლონეთში შესვლის უფლებას რთავს, რამაც, ფერემერთა თქმით, მათ პროდუქციაზე ფასის ვარდნა გამოიწვია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ 12 თებერვალს მომხდარს “მიუღებელი” უწოდა და თქვა, რომ მონაწილეებმა პასუხი უნდა აგონ.