პოლონელმა ფერმერებმა გერმანიასთან საზღვრის ორი გასასვლელი გადაკეტეს

იმ დროს, როდესაც მთელ ევროპაში ევროკავშირის გარემოს დაცვის რეგულაციებს და იაფ იმპორტს აპროტესტებენ, ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორშაბათს, პოლონელმა ფერმერებმა გერმანიასთან საზღვრის ორი გასასვლელი პუნქტი გადაკეტეს.
პოლონეთში და მთელ ევროკავშირში ფერმერები მოუწოდებდნენ შეეცვალათ შეზღუდვები, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების გეგმამ“ დააწესა და დაებრუნებინათ საბაჟო გადასახადი უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომელიც 2022 წელს ს შეჭრის შემდეგ განუსაზღვრელი დროით შეაჩერეს.
პარასკევს ევროკომისია ფერმერებთან დათმობებზე წავიდა და შესთავაზა წესების წყების შემსუბუქება, რომელიც მიწის დასვენებას ან თესლბრუნვას ეხება.
ორშაბათს ფერმერებმა გერმანიასთან საზღვრის სვიეკოს და გუბინეკის გასასვლელები გადაკეტეს. ადგილობრივი პოლიციის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ბლოკადა კვირას დაიწყო და მის ოთხშაბათამდე გაგრძელებას აპირებენ.
პოლონელი ფერმერები ოთხშაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ პროტესტებს გეგმავენ, აგრძელებენ წნეხს ოფიციალურ პირებზე, რათა საკუთარი მოთხოვნები შეასრულებინონ. მათ კონკრეტულ უკმაყოფილებას, ევროკავშირის არა-წევრი მეზობელი უკრაინელი ფერმერების მხრიდან მზარდი კონკურენცია იწვევს. ისინი უკრაინელებს ბრალს სდებენ ევროკავშირის ბაზრების იაფი იმპორტით გადავსებაში, რაც მათ კონკურენციის საშუალებას ართმევს.

ასევე დაგაინტერესებთ