პოლონელმა მძღოლებმა უკრაინის საზღვარი ისევ გადაკეტეს

18 დეკემბრიდან, სატვირთო ავტომანქანების პოლონელმა მძღოლებმა განაახლეს უკრაინის საზღვარზე ერთ-ერთი მთავარი გადასასვლელის ბლოკირება, რომელიც დაახლოებით ერთი კვირით, დროებით იყო გახსნილი. განცხადებას საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი ავრცელებს.
გადამზიდავთა თქმით, თუ მომიტინგეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებენ და თუ აქამდე სატვირთოების გარკვეულ რაოდენობას ატარებდნენ, მათი რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.
პოლონეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, ორშაბათს, 18 დეკემბერს, დოროჰუსკის სასაზღვრო მონაკვეთზე სატვირთო მანქანებს 68-საათიანი შეფერხება შეხვდათ. უკრაინის საბაჟოს განცხადებით, რიგში იმ დღეს 2 000-მდე მანქანა იდგა.
პოლონელი სატვირთო მანქანების მძღოლთა გაფიცვა 6 ნოემბრიდან დაიწყო. ისინი ბლოკავდნენ სთან რამდენიმე გადასასვლელს და მოითხოვდნენ, რომ ევროკავშირმა აღადგინოს სისტემა, რომლის მიხედვითაც უკრაინულ კომპანიებს სჭირდებოდათ სპეციალური ნებართვა, რათა ბლოკის ქვეყნებში ემუშავათ და იგივეს ითხოვდნენ ევროპელი სატვირთო მანქანების უკრაინაში შესასვლელად.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ შეღავათები მომსახურების საფასურს ძალზე ამცირებს და უკრაინელ მძღოლებს პოლონელებთან შედარებით, არათანაბრად ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. საუბარია კონკრეტულ შეღავათებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრებმა უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაუწესეს. კი აცხადებს, რომ ომის გამო გააქტიურებული ტვირთბრუნვის შემთხვევაში, ნებართვების გაცემის გართულება მთელ სისტემას დააზიანებს და არაპრაქტიკული იქნება.