პოლონელი ფერმერები აძლიერებენ პროტესტს “ჯალათი” ევროკავშირის წინააღმდეგ

20 მარტს პოლონელმა ფერმერებმა გზები გადაკეტეს ტრაქტორებით მზარდი პროტესტის ნიშნად ევროკავშირის გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და იაფი სასოფლო -სამეურნეო სასურსათო პროდუქტების იმპორტის წინააღმდეგ მეზობელი უკრაინიდან.
20 მარტს გავრცელდა ცნობა, ევროკავშირის წინასწარი გადაწყვეტილების შესახებ, კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე საიმპორტო საბაჭო გადასახადის შეჩერება.
Reuters -ის თანახმად, პოლონელი ფერმერების პლაკატებზე გამოსახული იყო ფერმერი, რომელიც სახრჩობელაზე ქანაობს ქარის ელექტროსადგურების გვერდით და ჯალათი- ევროკავშირის სიმბოლიკით. იქვეა წარწერა: “მწვანე გარიგება პოლონეთის სოფლის მეურნეობის სიკვდილის ტოლფასია”.
ფერმერები პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში ბოლო თვეებში პროტესტს გამოთქვამდნენ მოთხოვნით, რომ უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე ხელახლა დაწესდეს საბაჟო გადასახადები, რომლებიც 2022 წელს ს შეჭრის შემდეგ გაუქმდა.

ასევე დაგაინტერესებთ