“პოლონელთა და ლიეტუველთა მიერ მოსკოვის აღება – წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ როდესმე მოსკოვი აგვეღო, რა დღეში ვიქნებოდით?!” – ბატიაშვილი

“პოლონელთა და ლიეტუველთა მიერ მოსკოვის აღება, 1610 წ. ჯიგრები. არადა რა ჩუმად არიან?! წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ როდესმე მოსკოვი აგვეღო, რა დღეში ვიქნებოდით?! ოპოზიციური არხები მაგით გახსნიდნენ სატელევიზიო სეზონს. სამთავრობოები კი მიჩქმალავდნენ, ემანდ არ გაღიზიანდესო… გაიმართებოდა განუწყვეტელი დებატები და ჩხუბები პოლიტიკოსებსა და ისტორიკოსებს შორის ამ თემაზე. თია გააუქმებდა მოსკოვის აღების დღესასწაულს. ვიღაცეები შიმშილს დაიწყებდნენ თიას სამინისტროს წინ ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით… მოკლედ, მგონი მაგარი გადარჩენილები ვართ, მოსკოვი რომ არასოდეს აგვიღია. არადა გულის სიღრმეში ვაღიაროთ, ძალიანაც მაგარი იქნებოდა, მოსკოვი რომ აგვეღო,” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი.