პოლონეთში Mesko-ს იარაღების ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაიღუპა 1 პირი

პოლონეთში, ქალაქ სარჟისკო-კამიენაში მდებარე სამხედრო საწარმო Mesko-ს ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც დაწესებულების 59 წლის თანამშრომელი ემსხვერპლა.
საწარმოს კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელმაც დიდი რაოდენობით კვამლი შეისუნთქა, ჰოსპიტალიზებულია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“აფეთქება მოხდა რაკეტების საწვავის ცენტრში, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამუშავდა.” – თქვა დაწესებულების ხელმძღვანელმა პოლონურ მედია RMF 24-თან.
კომპანიაში ხანძარი ჩააქრეს და ახლა შემთხვევის მიზეზებს იძიებენ.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა Mesko-ს ქარხანაში მსგავსი ტრაგედია მოხდა. 2021 წლის სექტემბერში აფეთქებას 41 წლის ქალი ემსხვერპლა, ამავე წლის აპრილში მსგავსი ინციდენტის შედეგად დაშავდა 48 წლის ქალი, რომელიც შემდეგ დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
Mesko ეკუთვნის სახელმწიფო კომპანია Polska Grupa Zbrojeniowa SA-ს, რომელიც სხვადასხვა სახის თავდაცვის პროდუქტებს, მათ შორის Grom-ისა და Piorun-ის ტიპის ხელით გადასატან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანადგარებს, ასევე Spike-LR-ს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს აწარმოებს.
2022 წელს Mesko-მ გააფორმა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ს სხვადასხვა კალიბრის ტყვია-წამალას მიაწვდიდა. პოლონეთისგან იღებს მათ მიერ წარმოებულ ჰსთ დანადგარებსაც.
Mesko-სთან ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაც აქვს გაფორმებული. საქართველომ პოლონური კომპანიისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელით გადასატანი დანადგარები უნდა მიიღოს. შეთანხმება 2023 წელს გაფორმდა.