პოლონეთში 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შაბათს დილით, ვროცლავის ცენტრში, ორმა უცხოელმა 21 წლის მამაკაცი სახიფათო იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ სცემა.
ვროცლავის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საქართველოს დაკავებული მოქალაქეები 23 წლამდე ახალგაზრდები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრა უნდა დასრულდეს უკრაინისთვის ხელსაყრელი შედეგით – ეს ჩვენთვისაც, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ევროინტეგრაციისთვისაც მნიშვნელოვანია

თედო აბრამოვის დედა – სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები – ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს